ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზუგდიდში ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა და ჟიული შარტავას შვილიშვილმა ზუგდიდში საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ბიუსტი გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბიუსტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და სამშობლოს წინაშე ჟიული შარტავას ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა წოწერიამ. ბიუსტის გახსნაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.
“ბატონი ჟიული შარტავა ყველასთვის ცნობილი პიროვნებაა. ადამიანი, რომელმაც, ვიტყოდი, რომ გარდაცვალების შემდეგაც შექმნა ახალი ეპოქა და ამის დასტურია ქალბატონი ლიკას, მისი შვილიშვილის ჩვენს გუნდში ყოფნა, გაწევრიანება ჩვენს დიდ პოლიტიკურ ოჯახში. იმედი მაქვს, ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ბატონი ჟიულის სახელის უკვდავსაყოფად”, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ჟიული შარტავას ბიუსტი “ეროვნული ერთიანობის ცენტრ – ჟიული შარტავას საზოგადოების” ინიციატივით შეიქმნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა