იენს სტოლტენბერგი – რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს

რუსეთის ბირთვულმა რიტორიკამ ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ჩვენ წინდაუხედავი რუსული ბირთვული რიტორიკის მაგალითები გვინახავს და ეს ამის მაგალითია. ყოველთვის, როდესაც ჩვენი მხარდაჭერა ახალი ტიპის იარაღებით გავაძლიერეთ – ტანკებით, შორ მანძილზე მოქმედი იარაღით თუ F-16-ებით, რუსები ჩვენთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ. მათ ეს არ გამოუვიდათ და ამ უკანასკნელმა მაგალითმა ნატო-ს მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერაში ხელი არ უნდა შეუშალოს“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა. ს განცხადებით, მოსკოვი ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იტოვებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთსა და ბელარუსს „კრიტიკული საფრთხე“ მოწინააღმდეგის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებითაც შეექმნებათ.

ასევე დაგაინტერესებთ