ილია თოფურია Forbes-ის 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორისაა

Forbes Spain-მა UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ილია თოფურია 30 წლამდე ასაკის ლიდერებს შორი დაასახელა. ღონისძიების მეორე დღე Crystal Gallery-ში გაიმართა, რომელსაც ქართველი ჩემპიონიც დაესწრო. მებრძოლი სცენაზე მსახიობ ჰიბა აბუკის თანხლებით გამოვიდა. ილია თოფურიამ საუბრისას ხაზი გაუსვა ფუნდამენტურ როლს, რომელიც შერეულ ორთაბრძოლებს მის ცხოვრებაზე აქვს. ასევე ისაუბრა, თუ როგორ გამოიყენება შერეული ორთაბრძოლების გავლენა ფართო საზოგადოებაში ღირებულებების პოპულარიზაციისთვის. საუბარს ესპანური Forbes-ის რედაქტორი ანდრეს როდრიგესი უძღვებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი – 4 წელზე მეტია უკრაინის ენერგოსისტემა რუსეთის სარაკეტო და დრონებით განხორციელებული თავდასხმების პირობებში მუშაობს, ამ ფონზე ჩნდება კითხვა: ნუთუ ერთი ავარია საკმარისია, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს?