“როგორც ჯანუკი იტყოდა: “მონატრებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი” – თაკო ჩარკვიანი

დღეს, 30 სექტემბერს პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის დაბადების დღეა – ქალიშვილი, , წერს:
დღეს 30 სექტემბერია – ძალიან ვაჟკაცი კაცი დაიბადა – დიდი პოეტი, ის პოეტი სტრიქონებად რომ დატოვა: “მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი”, “საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”, “მთავარი მაინც მამული არის განსაცვიფრებლად არის მთავარი,” “მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი”, “სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა”, “ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის, თავისუფლება ლომთა ხვედრია”. “მართლა მჯიღის ხელა თუ ხარ, შენი მჯიღის ჭირიმე…. ირინოლა ირინოლა ირინოლა ირინე …..აჯანყდა და მტერი ხოცა ბინად ჰქონდა სანგარი, საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი”.. და კიდევ ის ამღერებული ლექსები, რომლებიც ხშირად სიმღერის დროს არც კი იცის ბევრმა რომ ჯანსუღისაა, ნუ ბევრია ასეთი ვინ მოთვლის აი მაგალითად: “ ამამღერე მხოლოდ ერთხელ ამამღერე”, “ისევ მიდიხარ ისევ გშორდები, ისევ ეშვება ღამე”….. “შენ რა იცი ძვირფასო , ჩემი სულის ხანძარი, ანთებული ხატი ხარ, ანთებული ტაძარი”, “მინდორ და მინდორ დავყვები დავკრეფ ვარდსა და იასა”, “ამამღერე მხოლოდ ერთხელ” “სულ ზევით ზევით,მაღლა და მაღლა”, “ღმერთო გადამირჩინე გული გაუყოფელი” “”ჩემი აღარა ხარ მორჩა” , “ჩამოთოვა ისევ იისფერი მთები, შენს ხმას ვეღარ ვისმენ და ვეღარსად გხვდები”, “მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი”. “დედა”, “მუხამბაზი” “თბილისური” მოკლედ რა ვიცი, მე ახლა რაც მომაგონდა უცებ და რაც ხშირად ისმის ხოლმე….. ვინ მოთვლის 200 სიმღერააა მის ლექსებზე შექმნილი არჩილ კერესელიძის, ვაჟა აზარაშვილის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძე, მაცაცო სებისკვერაძის უამრავი სიმღერა , , ნუნუ გაბუნია, ბუთხუზ -ალექსანდრე ბასილაია,ნუნუ დუღაშვილი, მარიკო კვალიაშვილი ,, , ვახტანგ კაძიძის, ეთერ იოსებიძის, კოტე ჩლაიძის, ანუკი ცქვიტინიძის ….ღმერთო ხომ ვიცი ვიღაც ღირსეული გამომრჩა უთუოდ და მომიტევონ…..ს ერთი ფირფიტაა -დისკია მთლიანად ჯანსუღის ლექსებზე, ნათია ზეინკლიშვილის, მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება-უკლებლივ ყველა ხიტი ჯანსუღის ლექსებზეა შექმნილი , რაც მთავარია “ჰიმნი თავისუფლებას”, აი ის ჰიმნი “ძლივს ძლივს ამოდის მთვარე სამოთხის ,ტყვია მიზანში მოსახვედრია, თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლება ლომთა ხვედრიაო” რომ ამბობდა და ამას ამბობდა პოეტი მაშინ- 1972 წელს, გარეთ თავისუფლების ფოთოლიც რომ არ შრიალებდა…….. ჰოდა ,რა ვიცი მემანტრება მაგრა და დილიდან ამეკვიატა მისი ხმა ( ძარღვებში და ხერხემალში შემოვიდა და ამაფორიაქა) “მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი, მევალისათვის მიმატანინე ვალი, გზააბნეულისთვის მასწავლებინე გზები, შეუწამლავი შემაწამვლინე ზვრები, მომაძებნინე სხვაგან დამარხულო ძვლები, ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები, მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა, მერე წამოვალ, წამოვალ საცა გინდა”. ასე ცხოვრობდა თავად და ეს პოსტულატივით კი დატოვა……. ქვემოთ კი ეს ლექსი -“ბეთანია” მე მიყვარს და იმიტომ მოგაწოდეთ ……..როგორც ჯანუკი იტყოდა :”მონატრებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი, მე ვტირი მაგრამ სიმღერას ჰგავს ჩემი ტირილი”

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე – სწორედ კახეთიდან ჩანს, რამდენად მოსაფრთხილებელი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ ამ ქვეყანას არ უფრთხილდებიან – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებული გვაქვს და ამის მიზეზი არის „ქართული ოცნება“