პრეზიდენტის ძმა ემიგრანტებს: მზად ვარ, დაგეხმაროთ

საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ემიგრანტებს მოუწოდებს, არ დაიჯერონ იმ ადამიანების, ვინც ეტყვის, რომ არჩევნებზე წასვლა რისკის შემცველია.
ვიცით, რომ ყველანაირი შეზღუდვები იქნება გამოყენებული. მაგალითად, რეგისტრაცია თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ და არავინ მოგიწოდებთ და დაგეხმარებათ, არასამთავრობო ორგანიზაციის გარდა. ბვერი თქვენთაგანი იძულებეული იქნება გადაადგილდეს, ვინაიდან, ძალიან ცოტა საარჩევნო უბანია გახსნილი. ასევე აპირებენ დაშინებას, რათა დაგარწმუნონ, რომ არალეგალებისთვის რისკის შემცველია არჩევნებზე წასვლა. არ დაიჯეროთ, თუ ვინმემ ამაზე დაიწყო დარწმუნება, რომ რისკი არსებობს, ჩაიწერეთ გვარი და სახელი და პირადად მომმართეთ მე. მზად ვარ დაგეხმაროთ, ყველანაირად“,- ამბობს ვიდეომიმართვაში ოთარ ზურაბიშვილი.
მანამდე Facebook-ზე პრეზიდენტის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა დაწერა, რომ წინასაარჩევნოდ პრობლემები მას უკვე შეექმნა, მისი შვილები ამომრჩეველთა სიაში არ არიან.
ჩვენ (2 შვილი დარეჯანი და მე) ვართ საკონსულო აღრიცხვაზე. ოღონდ მე მარტო ვარ ს სიაში. განაცხადი შევიტანე“, – წერს ოთარ ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 13.0%-ით გაიზარდა და 337.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა – გზავნილებში მაღალია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის წილი, ხოლო რუსეთიდან ფულადი გზავნილები შემცირდა

დავით ხომერიკის დედა – რა უნდათ ჩემი შვილისგან, სამშობლოს სიყვარულს ედავებიან? თავის გამოხატულებას მუსიკით პოვებს და ამის ჩახშობაც უნდათ? – მოძალადეები თვითონ იყვნენ, ჩემს შვილს გაუპატიურებით დაემუქრნენ, სცემეს, სულ თავში ურტყეს და რის გამო?!

ადვოკატი – ირაკლი კობახიძის მიერ აღწერილი მტკიცებულებითი სტანდარტი დავით ხომერიკის საქმეს რომ მოვარგოთ, ვნახავთ, რომ არცერთი კომპონენტი, რომელიც ამ მლიქვნელმა ადამიანმა გააჟღერა, საქმეში არ არის დაცული – განაჩენი გასაჩივრდება