კალაძემ იტალიური და შვეიცარიული ბანკებიდან თანხები გამოიტანა – ის მიზეზზე საუბრობს

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი იტალიურ და შვეიცარიულ ბანკებში მილიონობით ევროსა და დოლარს აღარ ინახავს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს თქვა, აღარ ენდობა ევროპულ ბანკებს.
კალაძეს დეკლარაციის შევსება ყოველი წლის იანვარში უწევს:
· წლების განმავლობაში ის დეკლრაციებში უთითებდა, რომ მილიონობით ევრო და დოლარი ჰქონდა იტალიურ Intesa Sanpaolo-სა და შვეიცარიულ Julius Baer-ში.
· 2022 წელს Intesa Sanpaolo-ში მის ანგარიშზე იყო 4 200 000 დოლარი, Julius Baer-ში კი 3 672 375 ევრო და 765 000 დოლარი;
· 2023 წლის დეკლარაციაში მან აღარ ჩაწერა Julius Baer-ში საბანკო ანგარიშის არსებობის შესახებ, 2024 წელს კი Intesa Sanpaolo-ის ანგარიშზე.
ბოლო, 2024 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ 4,2 მილიონი ევრო, ზუსტად იმ მოცულობის თანხა, რომელიც Intesa Sanpaolo-ში ჰქონდა, 2023 წლის 6 მარტს სესხად გასცა. 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, კი მან ფიზიკური პირს ასესხა 870 ათასი დოლარი.
„ვიღაცას დაასანქცირებენ, არ დაასანქცირებენ – არსებითი მნიშვნელობა არ აქვს… რატომ უნდა შევინახო, ჯერ ნახეთ ბიძინა ივანიშვილთან როგორი დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს. გაძარცვეს და რატომ უნდა ვენდო [უცხოურ ბანკებს]?!“ – უთხრა კახა კალაძემ „TV პირველის“ ჟურნალისტს, რომელმაც დაინტერესდა, რატომ აღარ ინახავს სახელისუფლებო პარტიის მაღალჩინოსანი თანხას უცხოურ ბანკებში.
გუშინ, 29 სექტემბერს კი ტელეკომპანია „ფორმულამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ -ის მიერ სანქცირებულ ხელისუფლების 60 წარმომადგენელს შორის ერთ-ერთი კახა კალაძეა. საუბარია სავიზო აკრძალვაზე და ისეთ ფინანსურ სანქციებზე, რომელიც 17 სექტემბერს აშშ-მა პოლიციის ორ მაღალჩინოსანს დაუწესა. მათ უცხოურ ვალუტაზე წვდომა შეზღუდული აქვთ.
მმართველი პარტიის დამფუძნებელს, ს სანქციები არ დაკისრებია, თუმცა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის დე ფაქტო სანქციების ქვეშაა.
გულისხმობენ შვეიცარიულ კერძო ბანკ Credit Suisse-ს, რომელთანაც სასამართლო დავა აქვს. ქართველი მილიარდერი აცხადებს, რომ Credit Suisse-ში მისი ოჯახის ანგარიშებზე მთლიანი ზარალი 1,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა დავითაია – ლავროვის განცხადების მიმართ არა თუ მისალმება, არამედ დადებითი გამოხმაურებაც დანაშაულის ტოლფასია – რუსეთი კონფლიქტში მხარეა, ის აფხაზეთსა და ცხინვალს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს