რა საკითხები განიხილა მიხეილ სარჯველაძემ, თელავში, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?

რა საკითხები განიხილა მ, თელავში, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?
მიხეილ სარჯველაძე, თელავში, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო სექტორთან, მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ინტერაქციული შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს.
„შეხვედრაზე, საუბარი შეეხო დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) კლინიკების დაფინანსების სისტემას და ამ კუთხით, ბოლო დროს განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს. მინისტრმა, სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროგრამები და დაგეგმილი რეფორმები განიხილა. ყურადღება გამახვილდა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე. საუბარი შეეხო, სექტორში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის რეგიონებში სპეციალისტების დეფიციტს. ისაუბრებს პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე და სხვა მიმდინარე თემებზე.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი , კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ