ოპოზიციის და მათი გარე მფარველების დღის წესრიგი არის აგებული რევოლუციურ სცენარზე – ლევან მაჭავარიანი

დღის წესრიგი ოპოზიციის და მათი გარე უფროსების, მათი გარე მფარველების არის აგებული რევოლუციურ სცენარზე, – ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი, პარტია „ახალის“ დამფუძნებლის ს განცხადებას.
ლევან მაჭავარიანის თქმით, საგამოძიებო უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობებზე იქნება მკაცრი პასუხი.
„ეს ყველაფერი ძალიან ემთხვევა მაკკეინის ინსტიტუტის დასკვნას, სადაცა ასევე იგივე რიტორიკა შემოგვთავაზეს, რომ მნიშვნელობა არ აქვს „ქართული ოცნება“ რა ანგარიშით გაიმარჯვებს, მნიშვნელობა არ აქვს, რომ ამ გამარჯვებას აღიარებენ საერთაშორისო დამკვირვებლები. მთლიანად დღის წესრიგი ოპოზიციის და მათი გარე უფროსების, მათი გარე მფარველების არის აგებული რევოლუციურ სცენარზე. მნიშვნელობა არ აქვს გარედან ჩაერევა ვინმე თუ შიგნიდან დააპირებს ამის განხორციელებას, ჩვენი საგამოძიებო და სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე და ყველანაირ პრევენციას მოახდენენ ასეთი ქმედებების და ყველაფერს გაეცემა ძალიან მკაცრი პასუხი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ნიკა გვარამიამ „ფორმულას“ ეთერში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ არავის აინტერესებს, რას გამოაცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, ვინაიდან ის სულ იტყუება. მისივე თქმით, დასავლელი ელჩები ემზადებიან ს შემდეგ „ბასრი განცხადებები გააკეთონ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ბატონ როთს, კიდევ ერთხელ ვუმეორებ, ბარემ ბერლინშია სალომესთან ერთად, დათმოს თავისი ქვეყნის და მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, ჩამოვიდეს, ვინმე მოუძებნის ან გვარამია ან სააკაშვილი ადგილს სიაში და იყაროს კენჭი პირდაპირ