„ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ ვანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“ – აშშ-ის საელჩო საქართველოში

საქართველოს ხელისუფლების განცხადებას „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, -ის საელჩო პასუხობს და აღნიშნავს, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში კვლავ იჩინა თავი დეზინფორმაციამ:
„მეორე ფრონტთან” დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის” წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო.
სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში.
სიმართლე კი მარტივია: ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ; რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ“ – წერს დიპლომატიური უწყება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა საქართველოში სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო.