სებ-ის განახლებული შეთავაზება 10×1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის თაობაზე

ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი დაინტერესებულ პირებს კვლავ სთავაზობს საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა 10×1000 Tech for Inclusion-ის პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობას. ეროვნულმა ბანკმა მსგავსი პროექტი 2023 წელსაც განახორციელა.

Alipay-სა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) საგანმანათლებლო პლატფორმის -10×1000 Tech for Inclusion მხარდაჭერით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ პლატფორმის ნებისმიერ პროგრამაში (AI Miniseries, Digital Responsible Finance Miniseries, Fintech Expert Program Flex, Green Fintech Miniseries, Digital Financial Services Miniseries), რომლის მიზანი ფინტექ სფეროს განვითარებაა. პროგრამის მონაწილეები გაეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და დიჯიტალიზაციის საკითხებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაზე, რასაც ადასტურებს, ახალი ტექნოლოგიების ხელშესაწყობად და ფინტექ ეკოსისტემის განვითარების მიზნით გადადგმული არაერთი წარმატებული ნაბიჯი – Fintech In Georgia.

ამასთან, ფინანსურ ტექნოლოგიებში ცნობიერების ამაღლების მიზნით სებ მუდმივად მართავს საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების ჩართულობით. სწორედ ამ პროცესის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი სებ-სა და 10×1000 Tech for Inclusion პლატფორმას შორის, რათა გაიზარდოს ჩართულობა საგანმანათლებლო პროგრამებში ფინტექის მიმართულებით.

10×1000 Tech for Inclusion პლატფორმის შესახებ ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ვებგვერდზე.