“ფანების პროვოცირება კურტუამ მოახდინა” – სიმეონე “რეალთან” მატჩის შემდეგ

გუშინ, 29 სექტემბერს, მადრიდულ დერბიში ერთმანეთს “რეალი” და “ატლეტიკო” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 69-ე წუთზე “ბლანკოსის” მეკარე კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგანი ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით “როხიბლანკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ფანების პროვოცირება ბელგიელმა კარის დარაჯმა მოახდინა.
“რა თქმა უნდა, ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, თუმცა ეპიზოდის
მთავარი გმირები ფანების პროვოკაციას არ უნდა ახდენდნენ. ზოგჯერ გულშემატკივრებს სხვა გზა არ რჩებათ, მაგრამ ვიმეორებ, ეს არასწორია. მოთამაშეები მშვიდად უნდა იყვნენ და იცოდნენ, როგორ მოიქცნენ ტრიბუნების წინ.
ფანებს არ ვამართლებ, მაგრამ მათი მესმის. ჩვენ გვჭირდება გულშემატკივრები, რომლებიც მხარს მთელი ვნებით დაგვიჭერენ”, – განაცხადა სიმეონემ.
ლა ლიგის სატურნირო ცხრილში “ატლეტიკო” 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და 2 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში “ბენფიკას” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ