რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს

რუსულმა ძალებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ს საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ყველა დრონი მოიგერიეს.
„დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველა რუსული დრონი, რომელიც კიევს საფრთხეს უქმნიდა, საჰაერო თავდაცვის ძალებით და საშუალებებით განეიტრალდა“, – აცხადებენ კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში.
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში დრონებით იერიშს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!