აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ კახა კალაძეს პასუხობს – გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან

აფხაზეთის ე.წ. „საგარეო უწყება“ თბილისის მერს, ს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ.
„გავეცანით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომ ს საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს კონკრეტულ ზომებზე გადასვლას სთავაზობს. გვინდა, ქართველ პოლიტიკოსებს შევახსენოთ, რომ საქართველომ თავად უნდა მოაწესრიგოს ურთიერთობა რუსეთთან. მოგეხსენებათ, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ამჟამად არ არსებობს. ამიტომ, წინასაარჩევნო რბოლის დროს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის“ და სხვა მითიურ ტერმინების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო სტერეოტიპებზე სპეკულირების ნაცვლად, ქართველმა პოლიტიკოსებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით უნდა დაიწყონ“, – აღნიშნულია ე.წ. „სამინისტროს“ განცხადებაში.
ე.წ. უწყება განმარტავს, რომ რუსეთი და სტრატეგიული მოკავშირეები არიან და „აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები“ ეფუძნება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და „აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის“ ერთობლივ დაცვას.
„რაც შეეხება მომავალში მეზობელ საქართველოს სახელმწიფოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. კალაძის თქმით, ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად საქართველოს ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით