ლა ლიგის მერვე ტურში „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ მატჩი 1:1 დასრულდა.
სტუმრები მილიტაომ დააწინაურა, ანგარიში კი შეცვლაზე შესულმა კორეამ კომპენსირებულ დროში გაათანაბრა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა, 69-ე წუთზე „ბლანკოსის“ მეკარეს კურტუას, რომელიც ადრე მათი გუნდის წევრი იყო და განსაკუთრებით სძულთ, სხვადასხვა საგნები ესროლეს და მსაჯმა თამაში 18 წუთით შეაჩერა. სტადიონზე გამოაცხადეს, რომ თუ ფანები არ დაწყნარდებოდნენ, მატჩი აღარ განახლდებოდა. 90+9-ე წუთზე კი უხეშობისთვის მასპინძელთა ნახევარმცველი ლორენტე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს.
„რეალი“ 18 ქულით
მეორე ადგილზეა, ლიდერ „ბარსელონას“ 3 ქულით ჩამორჩება და მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთში „ლილთან“ ჩაატარებს. „ატლეტიკო“ 16 ქულით მესამე პოზიციაზე იმყოფება და იმავე დღეს ჩემპიონთა ლიგაზე ლისაბონში „ბენფიკას“ დაუპირისპირდება.
ატლეტიკო – რეალი 1:1
გოლები: 0:1 მილიტაო (64), 1:1 კორეა (90+5)
გაძევება: ლორენტე (90+9, ატლეტიკო)