სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება-პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ახალი სახელმღვანელო, სახელწოდებით “სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება” გამოიცა.ა
აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია.
სახელმძღვანელო ერთადერთია, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ზოგადი დისციპლინები როგორებიცაა სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია, სახელმწიფოს თეორია, კონსტიტუციური თეორია, რაც ერთობლიობაში გვაძლევს საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინის სრულყოფილ შინაარსს. ინტერდისციპლინური მიდგომით, ღრმამეცნიერული ანალიზითა და და ბრწყინვალე გადმოცემის სტილით, ეს წიგნი ორიგინალურია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო