მედია – ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება

ამერიკელი სენატორი, ბერნი სანდერსი ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების პაკეტის გაგზავნას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„არ ვფიქრობ, რომ მემარჯვენე, ექსტრემისტი ნეთანიაჰუს მთავრობისთვის ჩვენ 10,1 მილიარდი დოლარი უნდა გამოვყოთ, რათა მან ამჟამინდელი სამხედრო მიდგომა განაგრძოს. ის, რასაც ნეთანიაჰუს მთავრობა აკეთებს, არის ამორალური, არღვევს საერთაშორისო სამართალს და ამერიკის შეერთებული შტატები ამ ქმედებების თანამონაწილე არ უნდა იყოს“, – განაცხადა სანდერსმა სენატის სხდომაზე.
ისრაელისთვის 10 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გადაცემა პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მოითხოვა და დახმარების მიზანს ისრაელის „რკინის გუმბათისა“ და „დავითის შურდულის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის აღდგენა, ასევე სამხედრო მარაგების შევსება წარმოადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა