სანქციების მიუხედავად, რუსეთი მაინც ახერხებს ევროპაში წარმოებული მიკროსქემების შეძენას

ჩინეთში, -სა და ევროკავშირში წარმოებული მიკროსქემები თუ სხვა მიკროელექტრონიკა ჯერ კიდევ გვხვდება ში გაშვებულ რუსულ თვითმფრინავებსა და რაკეტებში.
ვლადისლავ ვლასიუკი, ვლადიმერ ზელენსკის მრჩეველი და კომისარი სანქციების პოლიტიკის საკითხებში, ამბობს, რომ მოსკოვს ჯერ კიდევ შეუძლია შეავსოს თავისი საომარი ტექნიკა, თუმცა აშკარაა, რომ სანქციებმა მაინც მნიშვნელოვნად დააზარალა .
,,რუსებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ამ ნაწილების შეძენა და იარაღის წარმოება, მათ შორის რაკეტებისა და თვითმფრინავების. კარგი ამბავი ისაა, რომ რუსები დიდი რაოდენობით ვეღარ იღებენ საჭირო მასალას, ამასთან, ბევრად უფრო მაღალი ფასის გადახდა უწევთ, ვიდრე ადრე. ჩვენ ვთავაზობთ, დაუწესონ სანქციები რუსეთის მთელ ფინანსურ სექტორს. მიგვაჩნია, რომ მესამე ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები ვეღარ შეძლებენ რუსული ფინანსური ინსტიტუტების დახმარებას. ეს, ალბათ, გაყინავს და შეანელებს ნებისმიერ ტრანზაქციას, რითაც რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდება. ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე რადიკალური შეთავაზება, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ“, – განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადისლავ ვლასიუკმა.
მართალია, ბრიუსელი აცხადებს, რომ სანქციები მოქმედებს რუსეთის საომარ ქმედებებზე, უკრაინის ხელისუფლება თვლის, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა მ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა აღიაროს უკრაინის თავდაცვის უფლება, რათა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს დაცული.