ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში

ზელენსკის ყოფილი თანაპარტიელი არტემ დმიტრუკი: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში
დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს, – ამ თემაზე ზელენსკის პარტიის „ხალხის მსახურის“ ყოფილი წევრი არტემ დმიტრუკი საკუთარ YOUTUBE-არხზე საუბრობს.
ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელი და რადის ყოფილი დეპუტატი არტიომ დმიტრუკი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.
„ერთ თვეში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია და მნიშვნელოვანია სწორი არჩევანის გაკეთება მშვიდობის სასარგებლოდ. ეს არჩევანი თქვენ თვითონ უნდა გააკეთოთ. არავის აქვს უფლება არჩევნების პროცესში ჩაერიოს, მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება თქვენი ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ. ბოლო წლებში საქართველომ აჩვენა, როგორ უნდა შეინარჩუნო მშვიდობა და მიუხედავად გამოწვევების და წინა ხელისუფლების შეცდომებისა, შეძლო ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და წინსვლა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ინტერესებს ატარებს. ქვეყნის ინტერესები უპირველეს ყოვლისა, სწორედ ასეთი პოლიტიკა აქვს ქვეყანას არჩეული. როგორ შეძლო ეს ხელისუფლებამ? – ხელისუფლება უსმენს ხალხს და მისი ინტერესების გათვალისწინებით მუშაობს. საქართველო გახდა იმის მაგალითი, როგორ უნდა დაიცვა მშვიდობა. მშვიდობა ის მიღწევაა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს.
სამწუხაროდ ში აღმოვჩნდით სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა ომშია ჩათრეული. განვითარების ნაცვლად კონფლიქტები მივიღეთ. დიქტატურა, რომელიც დღეს შთანთქავს სიტყვის თავისუფლებას, ადამიანებს ართმევს თავისუფლებას და იმედს. საქართველოს ეს არ ეხება, თქვენ სტაბილურობა გაქვთ, ეკონომიკა იზრდება, ტაძრები არ იშლება სწრაფი ტემპით, მღვდლებს ეკლესია არ აპატიმრებს, არ დევნიან რწმენის გამო. ბევრმა შეიძლება ვერ დააფასოს, რაც ხდება საქართველოში, თუმცა ეს დიდი შეცდომაა, დააფასეთ, რადგან შემდეგ შეიძლება გვიანი იყოს. მომავალი არჩევნები პირველი რიგში არის შესაძლებლობა, გადაარჩინოთ ის, რასაც მიაღწიეთ და არ დაუშვათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ ომი და კონფლიქტები, საზოგადოების დაყოფა, რომ გადააქციონ ქალაქები ნანგრევებად და ხალხი – მძევლებად. ეს სურთ მათ, ეს დავალება აქვთ. დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას. არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს. შეხედეთ ახლა საქართველოს. თქვენ გაქვთ ფაქტობრივად ყველაფერი, რომ განვითარდეთ, წინ წახვიდეთ და არავის მისცეთ საშუალება, თქვენს სწორ არჩევანში ჩაერიოს. მინდა შეგახსენოთ, რომ მშვიდობა მთავარი ღირებულებაა და იმედი მაქვს, სწორ არჩევანს გააკეთებთ. უკრაინა დიქტატორი ზელენსკის და მისი გუნდის ტყვეა, ისინი ანადგურებენ ჩვენს ქვეყანას და გთხოვთ, არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. საქართველო იმსახურებს მომავალს ომის, ცრემლების და ტანჯვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ ამაზე“, – აცხადებს დმტრიუკი.

ასევე დაგაინტერესებთ

არავითარი საზოგადოებრივი პროტესტი არ არსებობს, ერთადერთი, საზოგადოებას პროტესტი აქვს იმაზე, რომ 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს, ქართული საზოგადოების გაღიზიანების გამოძახილიც იყო ის ცვლილებები, რომლებიც შედის კანონმდებლობაში შეკრებებთან დაკავშირებით

ოპოზიციამ რომ ვერ მოახერხა საკუთარი ამომრჩევლის მიმხრობა და მობილიზება, ამასაც ჩვენ გვაბრალებს, ჩვენი ამომრჩეველი სრულად გამოვიდა, მათ ვერ მოახერხეს საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება, ამის გამო, მათ ხარჯზე იყო დაბალი აქტივობა და მათ მიერ ვერ მობილიზებულ ამომრჩეველსაც ჩვენ გვაბრალებენ, რაც აბსურდია

ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ გაცხადებულ მიზანს, რომ შევიდეთ ევროკავშირში, მაგრამ იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ევროკავშირი კატასტროფულ პრობლემებს დაძლევს და ტენდენციები დადებითი მიმართულებით შეიცვლება