პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ, მსოფლიო ლიდერებისთვის დღეს დაგეგმილ მიღებაზე, პრემიერ კობახიძის მიწვევა გააუქმა. “ამერიკის ხმას” ინფორმაცია ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა და კიდევ ერთმა წყარომ კონგრესიდან დაუდასტურა. მალევე, ინფორმაცია ასევე დაადასტურა პრემიერის ადმინისტრაციამ.