ნეთანიაჰუ ლაპარაკობს რეგიონში ძალთა ბალანსზე, ირანი გამოდის გაფრთხილებით ომის შესაძლებლობაზე

ისრაელმა 29 სექტემბერს გააგრძელა სამხრეთ და აღმოსავლეთ ლიბანის დაბომბვა, საერთაშორისო გაფრთხილებების ფონზე შესაძლო სახმელეთო შეჭრის და რეგიონული შედეგების შესახებ – თეირანი კი გამოდის გაფრთხილებით ომის შესაძლებლობაზე, მას მერე, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა ჯგუფმა, ჰეზბოლამ, მძიმე დანაკარგები განიცადა.
ს პრემიერ-მინისტრმა, მ ჰეზბოლას ვეტერანი ლიდერის, ჰასან ნასრალას მოკვლას უწოდა აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო “რეგიონში ძალების ბალანსის შესაცვლელად მომავალი წლებისთვის”.
ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ორგანიზაციის ვეტერანი ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულ იქნა 27 სექტემბერს, ისრაელის მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად.
ირანის ოფიციალური წარმომადგენლები ითხოვენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვას, ირანის პარლამენტის სპიკერი გამოვიდა დაპირებით, რომ გაგრძელდება ისრაელთან დაპირისპირებული ჯგუფების მხარდაჭერა.
მედიაში ვრცელდება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაყჩის მიერ ნიუ-იორკში ნათქვამი სიტყვები – “ყველამ უნდა გაიაზროს, რომ სიტუაცია ძალიან ფეთქებადია, და რომ ყველაფერია შესაძლებელი. … ომიც კი”.
გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, და ჩინეთი, გამოდიან ვითარების დეესკალაციის მოწოდებით, გამოთქვამს გაფრთხილებას რეგიონის მასშტაბით “დრამატული” შედეგების თაობაზე.