სერგო ჩიხლაძე – პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, როგორც ჩანს, მისთვის მისაბაძია არა ევროპელი და ამერიკელი, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები

პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი--ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა.
აღნიშნულით მან პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადება შეაფასა, სადა მან აღნიშნა, რომ რიტორიკა და ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს, ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსების ტერმინოლოგიის ანარეკლია.
„პაპუაშვილი არის ქარაფშუტა პოლიტიკოსი, მე მას პოლიტიკოსს ვერ დავარქმევდი. როგორც ჩანს მისთვის მისაბაძი მაგალითია არა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები, არამედ რუსი ან ირანელი პოლიტიკოსები, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერები. ვუსამძიმრებ პაპუაშვილს და კობახიძეს ამ ტერორისტი ლიდერების განადგურებას, ალბათ ძალიან წუხან ამაზე. პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ. არასერიოზულია ეს ადამიანი, კობახიძე-ღარიბაშვილს გადაუსწრო საკუთარი არასერიოზული, ქარაფშუტული, ანტიქართული განცხადებებით“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.
გარდა ამისა, მან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ს მიერ თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვს.
“ივანიშვილმა არ იცის უახლესი ისტორია, არც ძველი არც შუა საუკუნეების. საერთოდ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან უყვარს ისტორიის გადაწერა, როგორც საუკუნეების წინანდელი, ისე უახლესი. ფაქტია, რომ მათ ისტორიის შესახებ ცოდნა არ აქვთ. ისინი არიან უვიცები და მატყუარები. ვფიქრობ, გუშინდელი ნათქვამი უვიცობის, მავნებლობის და ტყუილების ნაზავი იყო“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.