პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერების დაფინანსებისთვის მიმართავენ.
ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ლატვიურ ქალაქ დაუგავპილსში შეთანხმდნენ.
კერძოდ, ქვეყნები ევროკავშირისგან რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ ბუნკერების, ბარიერების, გამყოფი ხაზებისა და სამხედრო საწყობების მშენებლობის დაფინანსებისთვის მოითხოვენ.
თავდაცვის მინისტრების თანახმად, „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომმა აჩვენა, რომ ბუნებრივი თავდაცვითი წინაღობების არმქონე ღია სივრცეზე ფიზიკური დაბრკოლებების შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიურად განვითარებულ ომშიც კი”.
მათ აღნიშნეს, რომ ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის საზღვრებზე საფრთხეები მუდმივად იზრდება, ხოლო რუსეთთა და ბელარუსთან საზღვრების გასწვრივ გამაგრებების გაზრდა “პრიორიტეტულ ამოცანად რჩება, რომელიც ხელს უწყობს ჩვენი ვალდებულების შესრულებას, დავიცვათ [ნატოს] ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი”.
განცხადებაში აღნიშნული არ არის რამხელა დაფინანსებას მოითხოვენ პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთის ევროკავშირისგან გამაგრებების მოწყობისთვის.
წყარო: ინტერპრესნიუსი