ლა ლიგის მერვე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „სოსიედადთან“ 0:3 დამარცხდა.
პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ და დებიუტში კუბომ დააწინაურა. შესვენების შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ, შეუტიეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს, სწრაფი კონტრშეტევებისას კი შეცვლაზე შესული ოსკარსონისგან ორი გოლი მიიღეს და მარცხი განიცადეს.
„ღამურების“ მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. მისი თამაში sofascore-მ 6.5 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.1 ქულით, ხოლო flashscore-მ – 5.9-ით.
„ვალენსია“ 5 ქულით მე-18 ადგილზეა და 4 ოქტომბერს გასვლაზე „ლეგანესს“ დაუპირისპირდება.
სოსიედადი – ვალენსია 3:0
გოლები: 1:0
კუბო (8), 2:0 ოსკარსონი (80), 3:0 ოსკარსონი (90+2)