ჩემპიონშიფის მეშვიდე ტურში „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე „სანდერლენდი“ 2:1 დაამარცხა.
მასპინძლები პირველ ტაიმში ებოსელემ დააწინაურა, შესვენების შემდეგ იზიდორმა ანგარიში გაათანაბრა. „უოტფორდს“ მალევე შეეძლო ისევ წინ გასვლა, მაგრამ ჩაკვეტაძის კარგი პასი ბაიომ ვერ გამოიყენა. 74-ე წუთზე გიორგი შეცვალეს, მის ნაცვლად მოედანზე შესულმა ბამ კი პენალტი მოიპოვა და დელე-ბაშირუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა დადებითად შეაფასეს: flashscore 7.5, sofascore 7.3, Whoscored 7.1.
„უოტფორდმა“ ყველა ტურნირზე ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 13 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ოქტომბერს გასვლაზე „პრესტონს“ დაუპირისპირდება.
უოტფორდი – სანდერლენდი 2:1
გოლები: 1:0 ებოსელე (28), 1:1 იზიდორი (49), 2:1 დელე-ბაშირუ (84, პენ)