„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე სანზონისა და ზღვისუბნის მოსახლეობას ხვდება.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან შეხვედრები გაიმართა გურამიშვილის გამზირზე, ხორნაბუჯის ქუჩაზე და ზღვისუბნის მე-4 კვარტალში.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმართავთ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ძირითადად, ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, საკითხებზე, რაც ადგილობრივებს აწუხებთ და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. ვსაუბრობთ ს მნიშვნელობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების ჩართულობა პროცესში და ყველაზე მთავარი რაც არის, როგორ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მომავალში გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების“ ნაძალადევის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ