ჯეიკ სალივანი კონგრესს – უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი კონგრესს მოუწოდებს, მხარი დაუჭიროს თეთრი სახლის მოთხოვნას უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის შესახებ და აცხადებს, რომ ამ მოთხოვნის წინააღმდეგ ხმის მიცემა ს ფედერაციისთვის დახმარების გაწევას ნიშნავს.
„მიმაჩნია, რომ კონგრესის ნებისმიერი წევრი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინის დაფინანსებას, ხმას აძლევს შედეგს, რომელიც გაუადვილებს პუტინის გამარჯვებას. ანუ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ ხმის მიცემა არის ხმა პუტინის სტრატეგიული პოზიციის გაუმჯობესების სასარგებლოდ. ეს უბრალოდ გარდაუვალი რეალობაა. უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების უზრუნველყოფის წინააღმდეგ ხმის მიცემა დააზარალებს ს და დაეხმარება რუსეთს; ეს დააზარალებს დემოკრატიას და დაეხმარება დიქტატორებს. ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ისტორიის სწორი გაკვეთილი და რომ ყველა წევრმა, „დემოკრატმა“ და „რესპუბლიკელმა“, ხმა უნდა მისცეს ამ დაფინანსებას“, – აღნიშნა სალივანმა.
შეგახსენებთ, ოქტომბერში ს ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა თხოვნით, უკრაინის, სა და -ის საზღვრის უსაფრთხოების გეგმების დასაფინანსებლად 106 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით, მაგრამ ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელების“ წინააღმდეგობის გამო შეჩერდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლის მართვისა და ბიუჯეტის ოფისის დირექტორმა, შალანდა იანგმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონსა და კონგრესის სხვლა ლიდერებს გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, აშშ-ს უკრაინის დახმარებისთვის საჭირო სახსრები წლის ბოლოსთვის ამოეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე – გადასარევად გვახსოვს, როგორ ექცეოდა ეს სასამართლო ადამიანებს წინა მთავრობის დროს, დღეს ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზეა დამოკიდებული ადამიანების ბედი – დღევანდელ დღეს, ბედს წყვეტენ გამბედავი ადამიანები

დიმიტრი საძაგლიშვილი – ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დაახლოებით 19 წლის წინ – ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია