ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ

ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე ს გამოხმაურებას აფასებს. ანალიტიკოსის თქმით, არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს.
“ანტისახელმწიფოებრივი გარე დაკვეთების შემსრულებლებს, მათ შორის ე.წ.პრეზიდენტს, “ქვესტი” აქვთ გამოცხადებული თუ ვინ უფრო მეტად, უარგუმენტოდ შეუტევს ცესკოს. უსამშობლო ს ოფისი საარჩევნო ადმინისტრაციას ადანაშაულებს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას “კანონმდებლობის დარღვევაში”.
არგუმენტირებული ახსნა ვერ ექნება ანტიკონსტიტუციური ზურაბიშვილის ანტურაჟს, რადგან გარედან დაავალეს და იმიტომ! ცნობისთვის, 26 სექტემბერს, კნონმდებლობასთან შესაბამისად, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შეიქმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. ცესკოს მისამართით ე.წ. პრეზიდენტის უსაგნო პრეტენზიები იმაზე უფრო იაფფასიანი გახდა, ვიდრე კოლექტიური ნინო ლომჯარიების. მთავარია შესრულდეს ინსტრუქცია აგენტოკრატიიდან ქართული სახელმწიფოს ინტერესების საზიანოდ. რა ფუჭია დემოკრატიაზე მანქურთების შტურმი.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავინახეთ, რომ დემოკრატიის სახელი დასავლეთში დღეს ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგებს მიუტაცებიათ, რომლებისთვისაც მთავარი საქართველოს ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურის მოყვანა ყოფილა, რათა ისინი საკუთარი ინტერესებისთვის უპრობლემოდ გამოიყენონ

პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან