ინდონეზიაში გამოღვიძებულ ვულკანზე ასვლისას 11 ადამიანი დაიღუპა

ორშაბათს ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ვულკან მერაპის კრატერთან 11 გარდაცვლილი ალპინისტის ცხედარი იპოვეს. მე-12 დაკარგულის ძებნა გრძელდება. ამის შესახებ BBC და Euronews იუწყებიან

ამოფრქვევა კვირას დაიწყო. ერთი დღით ადრე, 75 ალპინისტისგან შემდგარმა ჯგუფმა დაიწყო ვულკანზე ასვლა. მათი უმრავლესობა გაქცევა მოახერხა. ზოგიერთი მათგანი დამწვრობით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მთა მერაპის სიმაღლე დაახლოებით სამი ათასი მეტრია, მედია იუწყება, რომ კვამლისა და ნაცრის ღრუბლის სიმაღლე კიდევ სამი კილომეტრი იყო. დიდი ალბათობით, ალპინისტებისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოულოდნელი აღმოჩნდა.
მერაპის ვულკანი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ინდონეზიის 127 ვულკანს შორის და ძალიან პოპულარულია მთამსვლელებში. ალპინისტების ზოგიერთი მარშრუტი გაიხსნა მხოლოდ ივნისში. წინა ამოფრქვევისგან დარჩენილი ნაცრის გაწმენდის შემდეგ,

მერაპის ყველაზე სასიკვდილო ამოფრქვევა მოხდა 1979 წელს, როდესაც 60 ადამიანი დაიღუპა. ვულკანის წინა ამოფრქვევა 2023 წლის იანვრიდან თებერვლამდე გაგრძელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა