რამდენი მოქალაქე ფლობს უძრავ ქონებას საქართველოში – სტატისტიკა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე დაყრდნობით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით 2 374 018 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება რეგისტრირებულია 3 273 188 უძრავ ნივთზე. რეესტრის სტატისტიკის თანახმად, 819 425 ბინა/საცხოვრებელ ფართზე რეგისტრირებულია 715 251 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/ თანასაკუთრების უფლება.
ასევე თითქმის 1.2 მლნ. მოქალაქეს 1.3 მლნ.-ზე მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აქვს რეგისტრირებული საკუთრება. სხვა სახის 182 834 უძრავ ნივთზე (ხაზობრივი ნაგებობა, არასაცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი და ა.შ.) რეგისტრირებულია 137 962 საქართველოს მოქალაქის საკუთრების/თანასაკუთრების უფლება.
წყარო: tia.ge