თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დილამდე შეეზღუდა | ჩამონათვალი და აღდგენის დრო

თბილისის ნაწილს წყალმომარაგება დილამდე შეეზღუდა. ინფორმაციასა და ქუჩების ჩამონათვალს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. GWP წერს, რომ უმეტესობა მათგანს წყლის მიწოდება დილის 09:00 საათზე აღუდგება.

გლდანის რაიონში: გლდანის 5,6,7,8 მ/რ, სოფ.ბერთუბანი, გიორგი წმინდა, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის, მებაღიშვილის ქუჩებს. თიანეთის გზატ. გლდანის საპატიმროს, ჰაიდელბერგცემენტს.
საბურთალოს რაიონში: პეკინის N 4ა, 6, 8 ქუჩას და პეკინის 1 შესახვევი N 4.
კრწანისის რაიონში: ვახტანგ გორგასლის ქ. N 93-115 (კენტებს), გორგასლის მე-3 ჩიხს.