“ბარსელონას” გავი და დე იონგი უბრუნდებიან – ფლიკმა ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ გუნდის ნახევარმცველები გავი და ფრენკი დე იონგი დაბრუნებასთან ახლოს არიან.
“ვარჯიშის პოზიტიურ დინამიკას ვხედავ, კმაყოფილი ვარ ფრენკის პროგრესით. გავიც კარგად არის. ისინი იმპულსს იძენენ და შეძლებენ ჩვენს დახმარებას. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალ კვირას.
ასეთი ფეხბურთელების დაბრუნება ჩვენთვის აბსოლუტური პლუსია. ეს გააძლიერებს ჩვენს შემადგენლობას და უფრო მრავალფეროვანს გახდის მას”, – ციტირებს ფლიკს ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არცერთ მათგანს არ უთამაშია.

ასევე დაგაინტერესებთ