რუსეთმა ბირთვულ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთმა ბირთვული იარაღის შესახებ დოქტრინაში ცვლილებები შეიტანა.
განახლებული ვერსიით, ნებისმიერი თავდასხმა იმ სახელმწიფოსგან, რომელსაც მხარს უჭერს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა, რუსეთზე „ერთობლივ თავდასხმად” განიხილება. დოქტრინაში შეტანილი ეს ცვლილება აფართოებს იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც რუსეთი აგრესორად მიიჩნევს.
„რუსეთისა და ბელარუსის, როგორც მოკავშირე სახელმწიფოს, წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შემთხვევაში ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი. ყველა ეს საკითხი შეთანხმებულია ბელარუსის პრეზიდენტთან. მტერს პასუხს ვაგებინებთ იმ შემთხვევაშიც, თუ ის გამოიყენებს ჩვეულებრივ იარაღს და ჩვენს სუვერენიტეტს კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
დოქტრინაში ცვლილებების შეტანის მიზანია, შეამციროს დასავლეთის უკრაინისადმი მხარდაჭერა. ვლადიმერ პუტინის თქმით, დასავლეთის მხრიდან შორი დისტანციის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა იმის მანიშნებელია, რომ ნატოს მოკავშირეები რუსეთთან ომში ერთვებიან.
წყარო: euronewsgeorgia