გორის მერმა თანამდებობა დატოვა – ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილე და 9 უძრავი ქონების მფლობელია

ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გორის მერის თანამდებობა დატოვა – უფლებამოსილება მან პირადი განცხადების საფუძველზე მოიხსნა. მოჭიდავე მერს ამ გადაწყვეტილების მიღებას კანონი ავალდებულებდა რადგან ხინჩეგაშვილი პრორუსი ოლიგარქის პარტიის საარჩევნო სიის 49 – ე ნომერია.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არის თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის 3-გზის (2014, 2016, 2017) და მსოფლიოს (2015) ჩემპიონი. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი “ქართული ოცნებიდან” გორის მუნიციპალიტეტის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ს შემდეგ გახდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 1991 წლის 18 აპრილს არის დაბადებული. დეკლარაციაში რომელიც 2023 წლის დეკემბერში აქვს შევსებული ოჯახის წევრად დედა – ქეთევან გაგნიძე ჰყავს მითითებული.
დეკლარაციაში ვლადიმერ ხინჩაგაშვილის სახელზეა 9 უძრავი ქონება:
· 8975 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფეკლ ნადარბაზევში – მემკვიდრეობით მიღებული
· 122 კვ.მ ბინა ქ გორში. თამარ მეფის ქუჩაზე, რომელიც 2020 წელს 2000$ იყიდა.
· 5002 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ რეხაში – რომელიც 2017 წელს 6000 ლარად იყიდა.
· 105 კვ.მ ბინა თბილისში ნ.ჟვანიას ქუჩაზე – რომელიც 2012 წელს 108 000$ იყიდა.
· 600 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ კევისხევში – რომელიც 2014 წელს 1900$ იყიდა.
· 6429 კვ.მ კომერციული ფართი გორში თამარ მეფის ქუჩაზე 2020 წელს შეძენილი 185 500 ლარად.
· 1000 კვ.მ თბილისში სოფელ წავკისში 2016 წელს შეიძინა 100$
· 67.1 კვ.მ ბინა გორში სტალინის ქუჩაზე 2011 წელს შეძენილი 15 000$
· 1639 კვ.მ მიწა გორის რაიონის სოფელ ველებში 2021 წელს 5000 ლარად შეძენილი.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 5 კომპანიის მეწილეა. ერთ-ერთში მისი პარტნიორი, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი და ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მყოფი მოჭიდავე გენო პატრიაშვილია.
წყარო: მთავარი არხი