გიორგი ბარამიძე – „ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან

ბატონი სალივანის განცხადება კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გვეუბნება, რომ ქვეყანას მართავს ქართველი ერის ინტერესების მოღალატე რეჟიმი, რომელმაც ისეთ დონემდე მიიყვანა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა, რომ ხელსაც კი არ ართმევენ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკისა და ევროკავშირის დიდი ძალისხმევაზე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა
„ქართულ ოცნებას“ ხელსაც კი არ ართმევენ, არ პატიჟებენ ისეთ, ფორმალურ მიღებაზეც კი, სადაც ასობით ქვეყნის დელეგაციაა, მათ შორის ისეთი ქვეყნებისაც, რომლებიც დიდი დემოკრატიულობით ვერ გამოირჩევიან, მაგრამ მათ შორისაც რომ ვერ ხვდება, აბსოლუტურად არ არის საჭირო დიდი პოლიტიკოსობა, რათა დავასკვნათ, თუ რა დონემდეა დაყვანილი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. მინდა შევახსენო ყველას, რომ ეს ის ამერიკაა, ევროკავშირთან ერთად, რომლის ძალიან დიდ ძალისხმევაზე დგას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა.
საქართველოს იმ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების, რომელთა საერთაშორისო აღიარებასაც ცდილობდა და რომელმაც ეს ვერ შეძლო, მიუხედავად დიდი ფინანსური თუ პოლიტიკური ძალისხმევისა. სწორედ ევროკავშირთან ერთად იყო ამ პროცესების ლიდერი, რომელმაც დაიცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
ამ მოღალატურმა რეჟიმმა კი მდგომარეობა იქამდე მიიყვანა, რომ ჩვენ კოკოითიც კი დაგვცინის, რომელიც გვეუბნება, რომ თქვენ არამარტო ბოდიში უნდა მოიხადოთ, არამედ თრუსოს ხეობა და გუდაურიც უნდა დაგვიბრუნოთო“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა