ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა – ისრაელის არმია

ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიკვიდირებულია დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა, მისი მოადგილეები და დაჯგუფების სხვა წევრები.
ს არმიამ 27 სექტემბერს განახორციელა სარაკეტო დარტყმა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება ჰეზბოლას ცენტრალურ სამხედრო შტაბზე.
ისრაელის თანახმად, შტაბი საცხოვრებელი შენობის ქვეშ მდებარეობდა.
გამოცემა „უნეტი” წერდა, რომ თავდასხმის სამიზნე იყო ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრალას ბუნკერი.
მანამდე ჰეზბოლამ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები ისროლა კირიატ-ატასკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიის მიმართულებით. მისი თქმით, ეს თავდასხმები იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.
ჰეზბოლა სამხედრო ჯგუფიც არის და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ამერიკის შეერთებული შტატები მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირმა შავ სიაში მხოლოდ მისი შეიარაღებული ფრთა შეიყვანა.
ისრაელის ჩრდილოეთ რაიონებში კვლავ ისმის საჰაერო განგაშის ხმები. 27 სექტემბერს, ღამით, ისრაელის არმიამ (ცაჰალი) დააფიქსირა 60-ზე მეტი რაკეტა, რომელიც ისრაელის მიმართულებით ლიბანის მხრიდან იყო გაშვებული. ცაჰალმა მოახერხა რაკეტების ნაწილის განადგურება.
26 სექტემბერს, -მ, დიდი შვიდეულის სხვა ქვეყნებმა და ახლო აღმოსავლეთის წამყვანმა ქვეყნებმა მოუწოდეს მხარეებს ისრაელი-ლიბანის საზღვარზე ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ.
მოგვიანებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ სანამ ჰეზბოლა აგრძელებს ისრაელის მიმართულებით სროლას, ქვეყანას არ აქვს „სხვა არჩევანი“, გარდა შეიარაღებული ბრძოლისა ამ დაჯგუფებასთან.
ჰეზბოლას ლიდერი, ჰასან ნასრალა, ასევე აცხადებდა, რომ ვერ ხედავს ისრაელთან მშვიდობის შესაძლებლობას და მას „შურისძიებას“ დაჰპირდა.
ირანის ელჩმა ლიბანში ისრაელის არმიის ავიაიერიშებს „საშიში ესკალაცია“ უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა