საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ უსაფუძვლო და დისკრედიტაციული ბრალდებები გაჟღერდა.
ამის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება.
„საარჩევნოადმინისტრაციამიმართავსპრეზიდენტისადმინისტრაციასსაზოგადოებასგანუმარტოსკანონმდებლობისისკონკრეტულინორმაანპროცედურა, რომელიცდაარღვიაცენტრალურმასაარჩევნოკომისიამსაზღვარგარეთსაარჩევნოუბნებისშექმნისას. დაასახელონარგუმენტები, რომლებზედაყრდნობითაცმიიჩნევენცესკოსგადაწყვეტილებასდისკრიმინაციულად.
საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება.
პრეზიდენტისადმინისტრაციასგამორჩაერთიმნიშვნელოვანიდეტალი, რომარაცესკოსრიგიწევრებისკანონისმოთხოვნებისზედმიწევნითდაცვა, ცესკოსზოგიერთიწევრისპოლიტიკურადმოტივირებულიპოზიციისგამო 42 ქვეყანაშიმყოფი 65 ათასზემეტიამომრჩეველიდარჩებოდახმისმიცემისშესაძლებლობისგარეშე. თუმცა, როგორცგანცხადებიდანჩანს, პრეზიდენტისადმინისტრაციისთვისუკანონო, მაგრამპოლიტიკურადმოტივირებულიპოზიციაუფრომისაღებია, ვიდრეკანონისდაცვა“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები, ამომრჩევლისთვის არასწორი აღქმების შექმნის მცდელობები და ამით პატივი სცენ ამომრჩევლებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. არჩევნები საერთო საქმეა და ჯანსაღ საარჩევნო გარემოზე ზრუნვა მასში ჩართული ყველა მხარის მოვალეობა.