“ნიდერლანდების ჩემპიონატი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია, საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს” – “ალ ჰილალის” მწვრთნელმა კუმანი გააკრიტიკა

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინი “აიაქსიდან” “ალ იტიჰადში” გადასვლის შემდეგ საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სანამ ნიდერლანდების ნაკრებს უხელმძღვანელებს, ბერგვაინს აღარ გამოიძახებს.
აღნიშნულ ამბავს “ალ ჰილალის” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი გამოეხმაურა.
“რატომ არ საუბრობს თავისი ქვეყნის ჩემპიონატის ლიგაზე, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტია? საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევს, მას ამგვარი განცხადებების გაკეთების უფლება არ აქვს”, – განაცხადა ჟესუსმა.
შეგახსენებთ, 26 წლის შემტევმა ს პროლიგაში “ალ იტიჰადის” მაისურით 3 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის
შესრულება მოახერხა.

ასევე დაგაინტერესებთ