პრეზიდენტი: ივანიშვილმა ომი გამოუცხადა 30 წლის პარტნიორებს, რათა მოსკოვის გვერდით დამდგარიყო

კანდიდატის სტატუსი მ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, რომ უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად, იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ.