ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ მასპინძლობს

28-29 სექტემბერი, 12:00-18:00 საათი – საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი „პურის ფესტივალს“ უმასპინძლებს.
როგორც “კომერსანტს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქცია. დამთვალიერებელი, ორი დღის განმავლობაში, ასევე იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს.