“მოკლულებს შორის შესაძლებელია იყოს ჰასან ნასრალაც – ჰებზოლა დღეს ბევრად დასუსტებულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს ბოლო 20 წლის განმავლობაში” – გიორგი კობერიძე

“მოკლულებს შორის შესაძლებელია იყოს ჰასან ნასრალაც – ჰებზოლა დღეს ბევრად დასუსტებულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს ბოლო 20 წლის განმავლობაში” – გიორგი კობერიძე
ისრაელმა მასირებული საჰაერო დარტყმა მიიტანა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას სამეთაურო ბუნკერებზე. სამიზნე ჰეზბოლას მაღალი იერარქიის ლიდერები იყვნენ. მოკლულებს შორის შესაძლებელია იყოს უშუალოდ ჰასან ნასრალაც, ჰეზბოლას ლიდერიც, რომელიც რეალურად თვალით ძალიან ცოტას თუ უნახავს. ბეირუთში სამხედროები და პოლიციაა მობილიზებული. ისინი ნასრალას მკვლელობის დადასტურების შემთხვევაში ქუჩებში ქაოსს ელოდებიან.
ეს ლიბანის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური დარტყმა იყო 2006 წლის შემდეგ. ნასრალას მკვლელობის შემთხვევაში ჰეზბოლა, როგორც ძალა მნიშვნელოვნად დასუსტდება, რადგან ჰამასის მოკლული პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიესაგან განსხვავებით, ნასრალა ჰეზბოლას პოლიტიკური, სულიერი და სამხედრო ლიდერის როლს ერთდროულად ითავსებს.

ასევე დაგაინტერესებთ