მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

მიმდინარე კვირაში პუტინი საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო საქმეებში, იური უშაკოვი ავრცელებს.
„ეს იქნება სამუშაო ვიზიტი, მოლაპარაკებები, უპირველეს ყოვლისა, საუდის არაბეთის პრინცთან. ჯერ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გავემგზავრებით, იქაც სამუშაო ვიზიტი იქნება. იმედი მაქვს ძალიან სასარგებლო მოლაპარაკებები შედგება, რაც ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვს პუტინის ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუკონკრეტებია.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა