Sport 45-ის ინფორმაციით, “ბარსელონა” გუნდის 27 წლის ბრაზილიელ შემტევ რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივებას სთავაზობს.
მოქმედი შრომითი ხელშეკრულებით, ფეხბურთელი “ბლაუგრანაში” 2027 წლამდე უნდა დარჩეს. ჯერჯერობით, რა პირობებს სთავაზობენ კატალონიელები ბრაზილიელს, უცნობია.
რაფინიამ კი, თავის მხრივ, მიმდინარე სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და ლა ლიგის საწყის 7 ტურში 5 გოლიც გაიტანა.