საქართველოდან გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა

საქართველოდან უცხოეთში, გასტროლზე წასული ანსამბლის 9 წევრი მიუნხენის აეროპორტში ჩარჩა, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “აჭარა თაიმსი” ავრცელებს.

როგორც გამოცემას სტუდია “ვარსკვლავების” ხელმძღვანელმა, თეა წიკლაურმა უთხრა, ფრენა გაუქმდა და ისინი ამ წუთებში აეროპორტში იმყოფებიან, საიდანაც ნეაპოლში გამგზავრებას აპირებდნენ.
“ჯავშნები ისე შეიცვალა, ფაქტობრივად ჩვენი გასტროლი უშედეგო იქნება. მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას ვერ შევძლებთ. 6 საათი ვიდექით სერვისცენტრის რიგში, სადაც ყველანაირ ცვლილებაზე უარი გვითხრეს, მოგვიანებით კი მიუნხენი-რომის ბილეთები მოგვცეს. ფრენა ხვალ შუადღით შესრულდება, მანამდე კი აეროპორტში გვიწევს ღამისთევა. ეს ფრენაც შესაძლოა გაუქმდეს, რადგან 100 პროცენტიანი გარანტია ვერ მოგვცეს,” – ამბობს წიკლაური.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო ევროპაში ასობით რეისი გადაიდო ან გაუქმდა.