სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელად დასაბრუნებლად მზადაა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა მზადყოფნა გამოთქვა, “წითელი ეშმაკების” დამრიგებელი კიდევ ერთხელ გახდეს.
მოგეხსენებათ, ბოლოდროინდელი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, “ოლდ ტრაფორდზე” ამჟამინდელ მენეჯერ ერიკ ტენ ჰაგს სკამი გვარიანად აქვს შერყეული.
“თუ ოჯახი გეძახის, კვირის ყოველივე დღეს თანხმობა უნდა განაცხადო. არასწორად მეჩვენება საუბარი სამუშაოზე, რომელიც სხვა ადამიანებს ეკუთვნის, მაგრამ მე ვამბობ – “დიახ”, – ციტირებს სოლსკიაერს Sky Sports.
ინფორმაციისთვის, სოლსკიაერი “მანჩესტერ იუნაიტედს” 3 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა, მაგრამ 2021 წლის ნოემბერში დაითხოვეს.