“ჩემი შვილებისთვის შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს” – პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას — ამერიკაში ვიზიტისას შვილებთან ერთად იმყოფებოდა, ხოლო პროტოკოლი ზრუნავდა მისი “შვილების სეირნობაზე”? – ასე უპასუხა:
ჯერ ერთი, კორექტულად ისაუბრეთ. მეორე, რაც შეეხება ჩემ შვილებს, ჩემი შვილები იყვნენ აშშ-ში ჩემთან ერთად. ამისთვის მე პირადად შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები. იმის გამო, რომ შევიძინე ეკონომ კლასის ბილეთები, ჩემთვისაც შეძენილი იქნა ეკონომ კლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს. სეირნობაზე რომ საუბრობთ, ცოტა პირი გამოიწმინდეთ

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი რეზოლუციაზე – სინანულით უნდა აღინიშნოს, რომ უილსონის დამატების თანაავტორი იყო უკრაინაც – ზურგში დანის დარტყმაა, როდესაც უკრაინა, რომელიც ომშია, იცლის, რომ ქართველ ხალხს ძირი გამოუთხაროს