ზელენსკი ტრამპს შეხვდება, რუსეთმა იერიში მიიტანა უკრაინაში დუნაისპირა სანავსადგურო ქალაქზე

უკრაინის პრეზიდენტი 27 სექტემბერს მოლაპარაკებას გამართავს -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატია.
რუსეთმა 27 სექტემბერს მასირებული იერიში მიიტანა უკრაინის დუნაისპირა ნავსადგურ იზმაილზე, არის მსხვერპლი.
წინა დღეს, 26 სექტემბერს, ზელენსკი შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტს, საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატ კამალა ჰარისს.
ურთიერთობა ტრამპსა და ზელენსკის შორის, რომელიც მეტ სამხედრო მხარდაჭერას მოითხოვს დასავლეთიდან, გაცივდა განსაკუთრებით მას მერე, რაც ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა ეჭვი, რომ რუსეთთან გამარჯვებას შეძლებს. ტრამპმა ასევე თქვა, რომ უკრაინა უნდა დათანხმდეს მორიგებას, რათა ომი დამთავრდეს. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ „კიევს მოსკოვის შეჭრამდე უნდა დაეთმო სთვის“, რადგან, მისი თქმით, „ნებისმიერი შეთანხმება, ყველაზე ცუდიც კი, იმაზე უკეთესი იქნებოდა, რაც ახლა ხდება“.
26 სექტემბერს ვაშინგტონში ზელენსკისთან გამართულ შევედრაზე, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელება დაუდასტურეს. ზელენსკისთან შეხვედრის წინ ბაიდენმა გამოაცხადა, რომ უკრაინა საერთო ჯამში მიიღებს კიდევ 7,9 მილიარდი დოლარის დახმარებას. ბაიდენმა თქვა, რომ “რუსეთი არ გაიმარჯვებს.”
რუსეთის დრონების იერიში უკრაინაზე 27 სექტემბერს მიმართული იყო დუნაისპირა ნავსადგურ იზმაილზე. ოდესის ოლქის გუბერნატორი ოლეჰ კიპერი იტყობინება, რომ თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი, დაღუპულია სამი ადამიანი, დაშავდა 11 პირი, მათ შორის ბავშვი.
იზმაილი უკრაინიდან მარცვლეულის გატანის მნიშვნელოვანი კვანძია, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრის, რუმინეთის საზღვართან მდებარეობს. მასზე რუსეთის არმიამ არაერთხელ განახორციელა თავდასხმა.
27 სექტემბერს რუსეთმა თავდასხმა განახორციელა ასევე უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე.