როგორ გამოიყურება ლევანდოვსკი 25 წლის ადამიანივით 36 წლის ასაკში – ფეხბურთელის მეუღლე განმარტავს

“ბარსელონას” ვარსკვლავის რობერტ ლევანდოვსკის მეუღლე ანა ლევანდოვსკამ ესპანურ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც იმის შესახებ შეეკითხნენ, თუ რა არის მისი მეუღლის საიდუმლო.
მოგეხსენებათ, პოლონელმა წლევანდელი სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ლა ლიგის 7 ტურში ამდენივე გოლიც შეაგდო და ტრავმიანობითაც ძალიან ნაკლებად ზიანდება.
თავად ფეხბურთელის მეუღლე ნუტრიციოლოგია. მან განაცხადა, რომ რობერტი მუდმივად ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს, სწორად იკვებება და ესაა ზუსტად იმის საიდუმლო, რატომ გამოიყურება 36 წლის ასაკში 25 წლის ადამიანივით.