კობახიძე ადასტურებს, რომ აშშ-ში შვილებიც წაიყვანა, თუმცა მათი ბილეთები თვითონ იყიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისი არასრულწლოვანი შვილებიც ჰყავდა წაყვანილი.
თუმცა, როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი შვილების ბილეთების ფული თავად გადაიხადა.
“ჩემი შვილები იყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემთან ერთად. ამისათვის მე პირადად შევიძინე ეკონომკლასის ბილეთები. ამის გამო ჩემთვისაც [სახელმწიფო ბიუჯეტიდან] იქნა შეძენილი ეკონომკლასის ბილეთები და ამის გამო 10 000 ლარი დაეზოგა სახელმწიფოს”, – განაცხადა კობახიძემ.
მან არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, პრემიერი პროტოკოლის თანამშრომლები რატომ იყვნენ მონაწილეობდნენ ამერიკაში ბავშვების “სეირნობაში”.
“სეირნობაზე რომ საუბრობთ პირი გამოიწმინდეთ”, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტს.
ამერიკაში გაეროს გენანსამბლეაზე იმყოფებოდა, თუმცა მას ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების არც ერთ მთავრობასთან შეხვედრა არ გაუმართავს. პრეზიდენტ ბაიდენის მიღებაზე კი მიწვევა გაუუქმეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!