თინა ბოკუჩავა – ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, – ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საზღვარ გარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ხელოვნურად რაც არ უნდა შექმნას, ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით მაინც შეცვლის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სიღატაკეს იზოლაციაში და ართმევს ევროპულ პერსპექტივას.
„ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ფარგლებს მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში არიან და დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს ევროპული პერსპექტივისთვის, ევროპული კეთილდღეობისთვის და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რაც არ უნდა შექმნას ახლა ხელოვნურად ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით მაინც შეცვლის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სიღატაკეს იზოლაციაში და ართმევს ევროპულ პერსპექტივას,“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო