OpenAI–ს მთავარი ტექნიკური დირექტორი, მირა მურატი დატოვებს

ამერიკული OpenAI-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა კომპანიიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
„მე მივდივარ, რადგან მსურს გამოვთავისუფლო დრო და სივრცე საკუთარი ძიებისთვის“, – წერს მირა მურატი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
მურატი რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა გასული წლის ნოემბერში OpenAI-ს კრიზისის დროს. მაშინ კომპანიის დირექტორთა საბჭომ მოულოდნელად გაათავისუფლა აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი. მოგვიანებით ალტმანი თავის თანამდებობას დაუბრუნდა.
ოთხშაბათს მან თქვა, რომ მთავარი კვლევის ოფიცერი ბობ მაკგრიუ და კვლევის ვიცე პრეზიდენტი ბარეტ ზოფი ასევე დატოვებენ კომპანიას.
მიმდინარე წლის მაისში, OpenAI დატოვა თანადამფუძნებელმა ილია სუცკევერმა, რომელმაც შექმნა ChatGPT ჩატბოტი, ხოლო ივნისში მან საკუთარი AI Safe Superintelligence Inc. ჩაუშვა.
აგვისტოში კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, ჯონ შულმანმა, გამოაცხადა წასვლა და შეუერთდა OpenAI-ს მთავარ კონკურენტს, Anthropic-ს.
OpenAI-ის პრეზიდენტი გრეგ ბროკმანი, რომელიც ასევე იყო კომპანიის თანადამფუძნებელი, შვებულებაში გავიდა აგვისტოში მიმდინარე წლის ბოლომდე.
interfax